понедельник, 9 мая 2016 г.

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-პროექტი: ,,იცხოვრე ჯანსაღად!"

კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნიდან ყველაზე დიდ გავლენას სწავლის პროცესზე მოახდენს ჩემს მიერ კარგად დაგეგმილი პროექტები , გათვალისწინებული სტანდარტით, სადაც პროცედურებს  გავწერ დროში, გავითვალისწინებ მათ ინტერესებს, შესაძლებლობებს. პროექტებით სწავლის დროს მოსწავლეებს გავიყვან 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.ვფიქრობ პროექტი მას ბევრ შედეგს მისცემს: მოსწავლე შეძლებს მასალის მოძიებას, დასკვნების გამოტანას, კვლევას. ის იქნება კრეატიული, მე, როგორც ფასილიტატორი, ხელს შევუწყობ მის დამოუკიდებლად სწავლას, მივცემ გეზს ფაქტობრივი ცოდნა გამოიყენოს პროექტების სწავლებისათვის.
ამ ტრენინგმა მომცა დიდი ცოდნა, იმის შესახებ, თუ როგორ გავაკეთო პორტფოლიო, შეფასების რუბრიკები. როგორ შევაფასებინო მოსწავლეებს ერთმანეთი.
ასევე ვისწავლე ბლოგების შექმნა და მასალის გამოქვეყნება.
ტრენინგი იყო ძალზედ დატვირთული და საინტერესო, რისთვისაც მინდა, დასასრულს, ჩვენს ტრენერს დიდი მადლობა გადავუხადო!

воскресенье, 8 мая 2016 г.

მერვე დღე

ამ მოდულმა მომცა საშუალება, დავფიქრებულიყავი, თუ როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსმენელებად იქცნენ და როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეთა საჭიროებანი.მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით გეგმაში ჩამატება გავაკეთეთ.
ამ მოდულში გავიგე, აგრეთვე, თუ როგორ გავუწიო კლასს ფასილიტაცია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის პროცესში.შევქმენი პრეზენტაცია. მოდიფიცირება გავუკეთე გეგმას. მოდული ერთობ საინტერესო და დატვირთული იყო.

суббота, 7 мая 2016 г.

მეშვიდე დღე

ამ მოდულში გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. გავეცანით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ რუბრიკები და ჩეკლისტები შინააარსის ათვისების და 21-ე საუკუნის უნარ_ჩვევების და მაღალი სააზროვნო უნარების  განვითარებისათვის. შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შფასების რუბრიკა.განვიხილეთ შფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობაც.
 მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და დავუწერეთ განმავითარებელი კომენტარები.
 მივუბრუნდით ჩვენს გეგმებს და გადავხედეთ შეფასების დროის ჩარჩოს. გეგმაში შევიტანეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.დღევანდელი მოდულიც საინტერესო და დატვირთული იყო აქტივობებით.

воскресенье, 24 апреля 2016 г.

მეექვსე დღე

ამ მოდულმა საშუალება მომცა ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების. კერძოდ, დღეს პროგრმა poverpoint-ში შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, მე ჩავდექი მოსწავლის პოზიციაში, რადგან გამეთვალისწინებინა მათი ცოდნა, უნარები, მ.შ. ისტ უნარები, შესაძლბლობანი, საჭიროებანი, ინტერესები და ა.შ. ეს ნაშრომი შევქმენი მოსწავლეთა გამოწვევისათვის, ინტერესის აღძვრისათვის.ამასთანავე, ეს ნაშრომი გაუადვილებს მათ მუშაობას.
ამ მოდულში ასევე შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისთვის ჩეკლისტი.
ჩეკლისტი აძლევს მიმართულებას მოსწავლეებს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან.
მოდული დატვირთული იყო.

суббота, 23 апреля 2016 г.

მეხუთე დღე


ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესში, კერძოდ ვასწავლით ბვშვებს ინტერნეტში საიჭირო მასალის მოძიებას. ამ მოდულში გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემებს: google.ge,  www.yahoo.com,   www.msn.com. ბუკმარკების დახმარებით ვისწავლეთ დამახსოვრება საჭირო ვებ-გვარდების, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეები სწრაფად მოძებნიან მათ. ზუსტი ინფორმაციის მოსაძებნად ბრჭყალებში ვსვამთ საძიებო სიტყვას.
ბლოგზე ავტვირთეთ განმავითარებელი შეფასების კომენტარები. მოსწავლეებსაც ვასწავლი ბლოგებში მასალის ატვირთას და გამოქვეყნებას.
ამ მოდულში მნიშვნელოვანი იყო ასევე, იმის სწავლა, თუ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.

воскресенье, 17 апреля 2016 г.

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია თავისი მეთოდებით, მიზნებით და ინსტრუმენტებით, რაც საშუალებას მომცემს შევაფასო მოსწავლეები პროექტის წარმართვისას. ასევე გავაკეთე პრეზენტაცია პროგრამა powerpoint-ის გამოყენებით.